დღეს, 18 აპრილს, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ქობულეთიდან ბათუმში პაციენტი გადაჰყავდა, ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, დაშავებულია მედდა და სასწრაფოს მძღოლი.
აჭარის საზმაუწყებლის ცნობით, სასწრაფოს კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა პაციენტიც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მხოლოდ ერთ დაშავებულზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, აქ არ აკონკრეტებენ, პაციენტია დაშავებული, მედპერსონალი თუ მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

