ლივერპულის ბრაზილიელმა ფორვარდმა რობერტო ფირმინომ განაცხადა რომ ის მზად არის ყველა იმ ადამიანს დაეხმაროს, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა. ფირმინოს თქმით არა აქვს მნიშვნელობა ეს ფინანსური დახმარება იქნება, თუ ემოციური, ის ყველაფრისთვის მზად არის:
“როდესაც ვხედავ გარშემო რაც ხდება, მინდა რომ ყველა ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდო. ვიცი რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ემოციური და ფინანსური დახმარება ორივე ძალიან მნიშვნელოვანია“.

