რუსეთის პრემიერ მიშუსტინს კოვიდ 19 დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ მიშუსტინს კოვიდ 19 დაუდასტურდარუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარის დროს განაცხადა.

“ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები.ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები“ , – განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დაიკავებს.