სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდათბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული.

როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ადგილზე არავინ დაშავებულა.

რუსთავი 2