საფრანგეთში გასულ 24 საათში ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ დაიკლო

საფრანგეთში გასულ 24 საათში ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ დაიკლოსაფრანგეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1.645-ით გაიზარდა და 159.828 შეადგინა.

განკურნებულთა რაოდენობამ 1.405-ით მოიმატა და 43.493 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 389-ით გაიზარდა და 22.245 გახდა.

თვალშისაცემია ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლება.