თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის პოლიციელი სიმონ გაბრიაძეა დაკავებული

თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის პოლიციელი სიმონ გაბრიაძეა დაკავებულისაზარელი მკვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე – აღდგომა დღეს. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელმა, ქეიფის დროს, აივნიდან უმისამართოდ გაისროლა, რასაც 50 წლის თამარ ანთელავა შეეწირა. სახლში მყოფ ქალს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, მთვრალი პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვია თავში მოხვდა და ოჯახის წევრების თვალწინ, ადგილზე გარდაიცვალა. 

თამარ ანთელავა ვაჟა-ფშაველას გამზრიზე, მეტრო სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს, მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. მოკლული მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.

პოლიციელის მიერ გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ, ერთერთი პირველი, ინფორმაცია ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ გაავრცელა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები, ჯერ კიდევ გუშინ, პოლიციელის მიერ ქალის მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ.

თუმცა, შესაძლოა მათ შორის იმის გამოც რომ ამ ცინიკურმა მკვლელობამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, პროკურატურა იძულებული გახდა პოლიციელი სიმონ გაბრიაძე გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე დაეკავებინა. პროკურატურა ადასტურებს რომ პოლიციელი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იურისტების თქმით, მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო, საკმაოდ მსუბუქია და პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, მთვრალმა პოლიციელმა, უმისამართო გასროლის დროს, არა ტაბელური, არამედ არალეგალური ავტომატური იარაღი გამოიყენა.

კერძოდ: პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, მათ შორის, მაგალითად, შინაპატიმრობას, პირობით მსჯავრს – ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

P.S: ნაცვლად იმისა რომ პოლიცია ხალხს ეხმარებოდეს და კრიმინალებს დასდევდეს, ისედაც შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 3,000 ლარით აჯარიმებს.

ხოლო შს სამინისტროს თანამშრომლები, დემონსტრაციულად არღვევენ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებულ წესებს და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ განხორციელებული გასროლით, შვილების თვალწინ უსწრაფებენ სიცოცხლეს ქალებს.

პრესა.ჯი