ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ში, გერმანიაში, გართიანებულ სამეფოსა და ჩინეთში.
„ჩვენ გვყავს ბევრი დიდი, ბრწყინვალე ტვინი, რომელიც ამაზე მუშაობს“, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძალიან ახლოს ტესტირებასთან, რადგან ტესტირების დაწყებას გარკევული დრო სჭირდება. თუმცა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ სოციალური დისტანცირების ზომები შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისამდე გაახანგრძლივოს.
„შესაძლოა და ასევე არ არის გამორიცხული, ამაზე შორსაც წავიდეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, როდესაც მას ჰკითხეს, საჭირო იქნება თუ არა ფედერალური ნორმების გაგრძელება სულ მცირე ზაფხულის დასაწყისამდე.
„რაღაც მომენტში, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს. თუმცა ვიდრე თავს უსაფრთხოდ არ ვიგრძნობთ, ჩვენ ზომებს გავახანგრძლივებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
პირველი არხი

