უკრაინის უშიშროების გენერალი რუსეთის ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

უკრაინის უშიშროების გენერალი რუსეთის ჯაშუშობისთვის დააპატიმრესუკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების გენერალი, ვალერი შატიანოვი დააპატიმრა. გენერალს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

„უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციითა და სამხილებით შატიანოვი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ჯაშუშობაშია ბრალდებული“,-აღნიშნავენ სამსახურში.

მათივე თქმით, შატიანოვი აგროვებდა ინფორმაციას და აწვდიდა რუსულ მხარეს დონბასის ზონაში განხორციელებული ფარული ოპერაციების, უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროს საკითხების შესახებ.

ბრალდებული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ნეიტრალურ ტერიტორიებზე, გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაში მართავდა. გავრცელებული ცნობებით, მას რუსული პასპორტიც აღმოაჩნდა.