საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში დაბრუნდეს და რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა liga.net წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, როპმელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით.
გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართვ ელოს მესამე პრეზიდენტს თავისი პოზიცია არ გაუხმოვანებია.