18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება

18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნებაკორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ევროპის ქვეყნებში, თუმცა, შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია.

შეზღუდვების მოხსნას აჩქარებს იტალია და ქვეყანაში ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონებისა და სხვა დაწესებულებების დისტანციის დაცვით მუშაობა ორშაბათიდან, 18 მაისიდან, ნებადართული გახდება.

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კოვიდ 19-გან 172 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 30.911 გახდა.

სულ იტალიაში აღრიცხულია ინფიცირების  221.216 შემთხვევა. მათგან განიკურნა 109.039 ადამიანი.