“ალბათ საჭესთან ჩაეძინა” – ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

"ალბათ საჭესთან ჩაეძინა" - ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპახულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის 29 წლის მძღოლი გარდაიცვალა.

მძიმე ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა.

გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეების მკვიდრი იყო. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ტრაქტორი ხევში გადაიჩეხა.

„ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ პაქსაძეებში.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.