აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც კორონავიურისით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრისა და შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული. ინიციატივას მხარი 208 კანონმდებელმა 108-ს წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ თუ პაკეტი დამტკიცდა, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება.
პაკეტს მხარს არ უჭერს რესპუბლიკელების დიდი ნაწილი, თუმცა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ „ეს მათი შეთავაზებაა, რომელიც წარადგინეს“.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“,-აღნიშნა პელოსიმ.
ცნობისთვის, ფინანსური პაკეტი მოიცავს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის დაფინანსებას, კორონავირუსის ტესტირებისთვის თანხების გაზრდას და ამერიკელებისთვის დახმარების გაცემის მორიგ ეტაპს.
იპნ

