აშშ-ში მინეაპოლისში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობა გადაწვეს

აშშ-ში მინეაპოლისში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობა გადაწვესაშშ-ში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ. აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე მათგანი გადაწყვეს. პოლიციამ საპასუხო ზომად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მინესოტას გუბერნატორის, ტიმ ვოლზის თქმით, ქალაქში, ძალიან საშიში ვითარებაა. იგი მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს. დემონსტრაციები მიმდინარეობს ლოს ანჟელესშიც, სადაც ადამიანთა ჯგუფი პოლიციის მანქანას დაესხა თავს. დაკავებულია სულ მცირე ერთი პირი. დაკავებულები არიან მემპისშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა.

46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში მძლავრი პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს თეთრკანიანი პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს. ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ინციდენტში იყვნენ ჩართულები, სამართალდამცველი უწყებიდან გაათავისუფლეს, თუმცა მოსახლეობა მათ გასამართლებას განზრახ მკვლელობისთვის ითხოვს.

იპნ