ბარსელონაში დააკავეს ტერორისტი, რომელიც ბარსელონა-რეალის მატჩზე კამპ ნოუზე აფეთქებას გეგმავდა

ბარსელონაში დააკავეს ტერორისტი, რომელიც ბარსელონა-რეალის მატჩზე კამპ ნოუზე აფეთქებას გეგმავდაბარსელონაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც საფეხბურთო მატჩზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაკავებული პირი მაროკოს მოქალაქეა, რომელიც 8 მაისს დააკავეს. თუმცა, დეტალები ახლა გახდა ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, ის ტერაქტის განხორციელებას „კამპ ნოუს“ სტადიონზე „ბარსელონა“-„რეალის“ მატჩის დროს გეგმავდა. ჯიჰადისტი ტერაქტი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ელ-კლასიკო მისთვის პრიორიტეტული იყო. ბომბის გადასატანად კი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას გეგმავდა.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვეებში გამოავლინა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი, სოციალურ ქსელში კი დასავლეთისადმი ზიზღი.

იპნ