ბათუმის ბულვართან მანქანების შეჯიბრებას 1 ადამიანი შეეწირა

ბათუმის ბულვართან მანქანების შეჯიბრებას 1 ადამიანი შეეწირააჭარაში, ბათუმის ბულვარის მიმდებარედ, ავარია მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომანქანებით ეჯიბრებოდნენ, როდესაც შეჯახება მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავაშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.