ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის გამოც გზად მიმავალ ბავშვს დაეჯახა.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.
„ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. ბავშვი მთლიანად დეფორმირებულია“, – ამბობენ თვითმხილეველები.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის, ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
არ არის გამორიცხული, მძღოლს ბრალი დაუმძიმდეს.
პრაიმ ტაიმი

