ბინგ ლუ პარტნიორმა მოკლა – მკვლელობას კოვიდ 19-ის კვლევასთან კავშირი არ აქვს

ბინგ ლუ პარტნიორმა მოკლა - მკვლელობას კოვიდ 19-ის კვლევასთან კავშირი არ აქვსგამოძიების ინფორმაციით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ბინგ ლუს მკვლელობა მის საქმიანობასთან კავშირში არ არის.

გამომძიებლების ინფორმაციით, ბინგ ლუ „პარტნიორმა ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ“ მოკლა და ამას მეცნიერის მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ცნობისთვის, აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ბინგ ლუს პარტნიორი იყო, რომელმაც ის სიცოცხლეს გამოასალმა.