ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რომლის დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

