ელისო კილაძე ნიკა გვარამიას – “ონში ჰესს აშენებს ლაშა იორდანაშვილი, რომელმაც მიშას დროს ააშენა ჰესები”

ელისო კილაძე ნიკა გვარამიას - "ონში ჰესს აშენებს ლაშა იორდანაშვილი, რომელმაც მიშას დროს ააშენა ჰესები"ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“Nika Gvaramia ონში ჰესს აშენებს ლაშა იორდანაშვილი,რომელმაც მიშას დროს ააშენა ჰესები დარიალში,შილდაში,პანკისში და ლარსში !
“რუსი”ბიზნესმენი მევლუდ ბლიაძე მიშას დროს შემოვიდა საქართველოში,როგორც ინვესტორი და თქვენი ხელისუფლების დროს ლაშა იორდანაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა წლის ბიზნესმენის ტიტულით დააჯილდოვა ჰესების მშენებლობის გამო !
ფაქტების დამადასტურებელ ვიდეომასალას გზადაგზა გაახლებთ !
p.s.არც რიონი გუბდება,არც ტყე იჩეხება,არც ფერდობი ფეთქდება და არც თავის მოკვლა დაჭირდება გუბაზს,იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილია რაც “მწვანე ალტერნატივამ” მოყვა.ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს და არა გარემოს დაცვის !
საქართველოში ჰესები არ აწყობს მხოლოდ რუსეთს !
#ესაადაეს!
Mikheil Saakashvili ჰესები თქვენს დროსაც შენდებოდა ამ ქვეყანაში თქვენი მხარდაჭერით !”