ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის7 მაისს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ქვეყანაში თანდათან მცირდება.

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ტრენდი,” – თქვა მან.

სიმონმა ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენადაა მზად ესპანეთის ესა თუ ის რეგიონი შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადასასვლელად.

“6 მაისს ქვეყნის ყველა რეგიონმა. კატალონიის და კასტილიის გარდა, 11 მაისიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოითხოვა,” – განაცხადა ფერნანდო სიმონმა.

მეორე ეტაპი გულისხმობს ბიზნესების და ქუჩის კაფეების ნაწილობრივ გახსნას, ასევე 10-მდე ადამიანის შეკრების ნებართვას ღია ცის ქვეშ ან კერძო შენობაში.

გადაწყვეტილება ამაზე უნდა გამოიტანოს ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. “გადაწყვეტილება იმ რეგიონების მოთხოვნებზე, რომელთაც 11 მაისიდან მეორე ფაზაზე გადასვლა სურთ, პარასკევს ან შაბათს იქნება გამოტანილი”, –  განაცხადა საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა.