ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდაესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა მოსახსენიებლად 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, მარია იესუს მონტერომ განაცხადა.

გლოვის პერიოდში დაეშვება დროშები ქვეყნის სახელმწიფო შენობებზე და შეიარაღებული ძალების ხომალდებზე.

10 დღიანი გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელსაც სახელმწიფო მეთაური წარუძღვება.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 282.480-ს შეადგენს. აქედან 196.958 ადამიანი, ანუ 69,7% განიკურნა, ხოლო 26.837, ანუ 9,5% გარდაიცვალა.