113 წლის ესპანელი ქალი უხუცესი ადამიანია, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში 1907 წელს დაბადებული მარია ბრანიასი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ვირუსით აპრილში, ესპანეთში, კატალონიის პროვინცია ჟირონას ქალაქ ოლოტის მოხუცებულთა სახლში დაავადდა, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს.
მან ავადმყოფობა საკუთარ ოთახში, იზოლაციაში ყოფნისას გადაიტანა. მასთან კონტაქტი მხოლოდ 1 მზრუნველს ჰქონდა, რომელიც ოთახში დამცავი კოსტიუმის გარეშე არ შედიოდა.
სახლის წარმომადგენლის თქმით, მარია COVID-19-სგან სრულად განიკურნა და თავს მშვენივრად გრძნობს.
იმედინიუსი

