გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ 19-გან 2.214 ადამიანი განიკურნა.
ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება ქვეყნის პრემიერმა სანჩესმა რეგიონების პრემიერებთან ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გააკეთა.
ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ კი 621 შეადგინა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა.
შაბათს 179 ადამიანი გარდაიცვალა.

