ესპანეთში გასულ 24 საათში კვლავ 100 კაცზე ნაკლები გარდაიცვალა

ესპანეთში გასულ 24 საათში კვლავ 100 კაცზე ნაკლები გარდაიცვალაესპანეთში კოვიდ 19-ით  სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მესამე დღეა, 100-ს არ აჭარბებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ესპანეთში  27.778-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ძირითადად კატალონიასა და მადრიდში.

11 მაისის შემდეგ, როდესაც ესპანეთმა ლოკდაუნის ზომების შერბილება აიწყო, უკვე 8 დღე გავიდა. ქვეყნის ხელისუფლება შიშობდა, რომ ზომების შერბილებას შეიძლებოდა ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის ზრდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა.

პირიქით, ციფრები მცირდება. დღე-ღამეში 295 ახალი ინფიცირებული და 83 გარდაცვლილი – ასეთი შედეგი ესპანეთს მკაცრი კარანტინის დროსაც კი არ ჰქონია.

ადრე თუ გვიან ალბათ დადგება ზოგადად კარანტინის მიზანშეწონილობის საკითხი, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ კარანტინის სიმკაცრე ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას ხელს დიდად არ უწყობს.