ესპანეთში ხვალიდან ყველა ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება ექნება

ესპანეთში ხვალიდან ყველა ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება ექნებაესპანეთი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. შვიდი კვირის შემდეგ პირველად, ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ.

იმისთვის, რომ ქუჩებში ჯგუფური შეკრება თავიდან იყოს აცილებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის გასვლა სხვადასხვა დროს იქნება ნებადართული.

“საზოგადოებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ძალები არ დაიშურა, მდგომარეობა უკეთესია, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია უკვე დავამარცხეთ. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ,”- აცხადებს მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ 19 2.740 ადამიანს აღმოაჩნდა და მათი საერთო რაოდენობა 239.639 გახდა.

განიკურნა 4.995 ადამიანი და მათმა საერთო რაოდენობამ 137.984-ს მიაღწია. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 57,5%-ია, რაც წინა 24 საათის მონაცემებს 1,4%-ით აღემატება.

გარდაიცვალა 549 ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 24.824 გახდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,3%-ს შეადგენს. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებს 0,1%-ით აღემატება.