ირლანდიელებმა ინდიელების ნაჩუქარ 170 დოლარს 200 წლის მერე 3 მილიონით უპასუხეს

ირლანდიელებმა ინდიელების ნაჩუქარ 170 დოლარს 200 წლის მერე 3 მილიონით უპასუხესლელა ბეგაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კარგი ამბებიც ხდება მსოფლიოში.
1847 წელს ჩოკტოს ტომის ინდიელებმა შეიტყვეს ირლანდიაში საშინელი შიმშილობის შესახებ და გაჭირვებულთათვის 170 დოლარი შეაგროვეს- წარმოუდგენლად დიდი თანხა იმ დროისათვის .
ახლა , თითქმის 200 წლის შემდეგ, ინდიელები კორონავირუსით იტანჯებიან და მათი რეგიონი ყველაზე დაზარალებულ რეგიონად იქცა შეერთებულ შტატებში.
ყველასთვის მოულოდნელად, ირლანდიელებმა გადაწყვიტეს ,, ვალის დაბრუნება “ და მათ თითქმის 3 მილიონი დოლარი შეაგროვეს .
აი რამდენიმე ციტატა ირლანდიის სოციალურ ქსელებიდან:
,ირლანდიიდან სიყვარულით. თქვენ დაგვეხმარეთ, როდესაც არავინ დაგვეხმარა. ”
,,სოლიდარობა ირლანდიის მხრიდან ”
,,გმადლობთ დახმარებისთვის 1800-იან წლებში. უფრო მეტს გავიღებდი , მაგრამ სამსახური დავკარგე. ”
,,თქვენი წინაპრების გაკეთებულ სიკეთეს ზღაპრებივით გვიყვებოდნენ ბავშვობაში, მიხარია რომ შემიძლია მცირედი ვალი დაგიბრუნოთ .
ირლანდიას ახსოვს სიკეთე❤️❤️❤️💙💙💙💚💚💚”