გასულ 24 საათში იტალიაში კოვიდ 19-ით 1.872 ადამიანი დაინფიცირდა და მათი საერთო რაოდენობა 205.463 გახდა.
განიკურნა 4.693 ადამიანი და მათმა რიცხვმა 75.945-ს მიაღწია.
გარდაიცვალა 285 ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 27.967 გახდა.
ამრიგად, პირველად იტალიაში, განკურნებულთა რაოდენობამ ახლად ინფიცირებულების რაოდენობას გადაუსწრო. გასულ დღე-ღამეში 2.821 ადამიანით მეტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა

