იტალიაში ქართველებმა ომის მემორიალს “ზაოდი” დააწერეს

იტალიაში ქართველებმა ომის მემორიალს "ზაოდი" დააწერესიტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში, ქარ­თველ­მა ვან­და­ლებ­მა ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა გა­ა­კე­თეს. ზა­ო­დი – იკი­თხე­ბა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე, რაც ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი უბ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ზა­ო­დი).

მე­მო­რი­ალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რის ფოტო იტა­ლი­ის ქა­ლა­ქის მერ­მა ალე­სიო ვა­ლენ­ტემ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტექ­სტით:

“იდი­ო­ტე­ბი – სამ­შობ­ლო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე. ღა­მით, ომში და­ცე­მუ­ლე­ბის მე­მო­რი­ა­ლი შე­ღე­ბეს. სე­რი­ო­ზუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის მსხვერ­პლის ფა­სად მის­ცეს ამ იდი­ო­ტებს შან­სი, ეცხოვ­რათ თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში.

საქ­მე ძი­ე­ბა­შია და იმე­დი გვაქვს, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბით და­ვად­გენთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს: მათი გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბენ.

ამბები