კონტე – “ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში”

კონტე - "ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში"იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 10 მაისს განაცხადა, რომ იტალიელები ზაფხულს კარანტინში არ გაატარებენ და მათ არდადეგების მოწყობა შეეეძლებათ.

კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული წესები შენარჩუნდება, მაგრამ ეს წესები ხალხს არ აიძულებს სახლში დარჩენას და არ შეუშლის მათ მიერ შვებულების გატარებას ხელს.

პანდემიამ იტალიური ტურიზმი განსაკუთრებით დააზარალა, ამიტომ კონტემ მოუწოდა იტალიელებს, გამოიყენონ ქვეყანა არდადეგების გასატარებლად.

“ამ ზაფხულს ჩვენ არ გავატარებთ ჩვენს აივნებზე და იტალიის მთელი მშვენიერება კარანტინში არ მოექცევა. ჩვენ ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში, ჩვენ დავტკბებით ჩვენი ქალაქების მშვენიერებით,” – განაცხადა პრემიერმა კონტემ.