მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში ავარიაში დაიღუპა

მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში ავარიაში დაიღუპა6 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე.

მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს.

მანქანაში მყოფი 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

დაშავებულის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა, როგორც “ინფო რუსთავს”, “კლინიკა რუსთავში” განუცხადეს პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავის სარაგბო კლუბ “ხარების” წევრი იყო.

ინფორუსთავი