ნინო ჯანგირაშვილი – “ადამიანები ვერ დადიან სამსახურში და კიდევ უფრო ღატაკდებიან”

ნინო ჯანგირაშვილი - "ადამიანები ვერ დადიან სამსახურში და კიდევ უფრო ღატაკდებიან"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ვინ იღებს პასუხისმგებლობას რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს დღემდე, რის გამოც ორგანიზაციების და ბიზნესების ამუშავება ფარსია, რადგან ადამიანები ვერ დადიან სამსახურში და კიდევ უფრო ღატაკდებიან? კალაძე ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებას, მთავრობა ელოდება ექსპერტ–ეპიდემიოლოგებს. ვინ არიან ეს ეპიდემიოლოგები, ვინც ამბობს, რომ ამ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება არ შეიძლება? დაგვენახეთ თუ შეიძლება, რომელი იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეკონომიკის განადგურება და ხალხის გაღატაკება გრძელდება?”