ნინო ჯანგირაშვილი – “უცებ რომ გაქანდები, ტლაპოში ჩახტები, ამოიგანგლები, ამას მოხერხება ხომ უნდა”

ნინო ჯანგირაშვილი - "უცებ რომ გაქანდები, ტლაპოში ჩახტები, ამოიგანგლები, ამას მოხერხება ხომ უნდა"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კორონა რომ ცოტას გაგაპატიოსნებს, გაგადარბაისლებს, შეშინებულ ხალხს და პარტნიორებს ცოტას დაავიწყებს რაც ხარ, დახმარების ხელს რომ გამოგიწვდიან, ოპონენტებიც რომ ტონს დაგირბილებენ ამხელა საფრთხის ფონზე, შანსი რომ გაგიჩნდება რამე კარგი გააკეთო და გულები მოიგო, ხოდა უცებ რომ მოახერხებ – გაქანდები, ტლაპოში ჩახტები, ამოიგანგლები და ყველას შეახსენებ, რომ შენი გამოსწორება არ იქნება და სინამდვილეში ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე შენ ხარ. როგორი მოხერხებული უნდა იყო.❤️”