საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული ინიციატივა 4 მაისს პარლამენტს გადაეგზავნება.
მისივე თქმით, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევი იქნება და შესაძლოა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე შექმნას.
“ჩვენ უნდა მივეჩვიოთ რაღაც დროის მანძილზე ვირუსთან ერთად ცხოვრებას” – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
ამასთან, საფრანგეთი 11 მაისისდან ლოკდაუნის შერბილებას აპირებს. ახალ კანონში ამ ასპექტებზეც იქნება საუბარი.
საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 24 მარტს შემოიღეს. 2 მაისისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 24.594 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექცია ქვეყანაში 167.346 ადამიანს დაუდგინდა. განიკურნა 50.212 ადამიანი.

