რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა.
ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ერთ თვეზე მეტია, ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია.
„ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით“,-აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.
მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციიდან მუშაობს.
კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ორ მინისტრს დაუდგინდა. ამ დროისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.
იპნ

