6 მაისს რუსმა მილიარდერმა დმიტრი ბოსოვმა თავი მოიკლა.
მისი ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა.
5 მაისს ღამით ბოსოვთან კავშირი გაწყდა. ამის გამო მისი ცოლი გაემგზავრა ოჯახის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, რომელიც რუბლიოვკაში სოფელ უსოვოში მდებარეობს.
რეზიდენცია 5 ჰექტარზეა გადაჭიმული და მთელ პერიმეტრზე დაცვა აყენია.
როდესაც ბოსოვის ცოლი ადგილზე მივიდა, მან, დაცვასთან ერთად, შეამოწმა კამერების ჩანაწერები და აღმოაჩინა, რომ მილიარდერი ბოლოს შევიდა იმ შენობაში, რომელშიც სპორტდარბაზი და საუნაა განლაგებული.
კარი შიგნიდან აღმოჩნდა ჩაკეტილი. როდესაც კარი შეამტვრიეს, შენობაში მილიარდერის ცხედარი აღმოაჩინეს. გვერდით იდო გლოკის სისტემის პისტოლეტი, რომელიც მან თავის დროზე საჩუქრად მიიღო.
ამ ეტაპზე გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
ქვანახშირის მაგნატი დმიტრი ბოსოვი რუსეთის უმდიდრესი ადამიანები ასეულში შედიოდა. ბოლო დროს ის რამდენიმე სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რომელთა შორის უმთავრესი მის ძველ ბიზნეს პარტნიორ ალექსანდრ ისაევთან დაშორება იყო.
დმიტრი ბოსოვის ქონების ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

