საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ 70 მოსწავლე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ 70 მოსწავლე კოვიდ 19-ით დაინფიცირდასაფრანგეთში, მას შემდეგ, რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19 70 მოსწავლეს დაუდგინდა.

ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დღეიდან რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა.

ფაქტი დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ „მთავრობა მკაცრად რეაგირებს“. მისივე თქმით, „სკოლაში არწასვლა უფრო ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს“.

ცნობისთვის, 11 მაისს საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელახლა გაიხსნა. დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი ქვეყნის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში დაბრუნდა.

იპნ