საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ vesti.ua იუწყება.
სააგენტო იუწყება, რომ დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შედგა G7-ის ქვეყნების ელჩებთან ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
ის შეხვედრაში ვიდეოკავშირით ჩაერთო.
სააგენტოს ცნობით, სააკაშვილს კოვიდ 19 დაუდგინდა, მაგრამ თავად პოლიტიკოსი ამის შესახებ არაფერს ამბობს.
თავად ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ელჩებს რეფორმების საბჭოს გეგმების შესახებ უამბო.