ჟერომ სალომონი – “სტუმრები რომ წავლენ, სახლი გაანიავეთ და ნივთებს დეზინფექცია ჩაუტარეთ”

ჟერომ სალომონი - "სტუმრები რომ წავლენ, სახლი გაანიავეთ და ნივთებს დეზინფექცია ჩაუტარეთ"საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მეგობრების სახლში სტუმრობის შემდეგ კარგად გაანიავონ სახლი და დეზინფექცია ჩაუტარონ ნივთებს.

ჯერომ სალომონმა მოსახლეობა გააფრთხილა, კარანტინის შემდეგ მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვის დროს დაიცვან სოციალური დისტანცია.

„ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის მომაკვდინებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

55-დღიანი კარანტინი საფრანგეთში ცხრა დღის წინ დასრულდა. დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 143.427 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პირველი არხი