ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კანცელარიის თანამშრომლებს სიცხე გაუზომა – ვიდეო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კანცელარიის თანამშრომლებს სიცხე გაუზომა - ვიდეო“გირჩის” მორიგი პერფორმანსი – 8 მააისს დილით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ და თანამშრომლებს, რომლებიც შენობაში შედიოდნენ, თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.

“გირჩის” წევრები ადგილზე სპეციალურ ხალათებსა და პირბადეებში გამოწყობილები მივიდნენ და დაფიქსირებული ტემპერატურული მონაცემები ჩაინიშნეს.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, აქციის მიზანი მთავრობის დახმარებაა.

“მთავრობამ მოსახლეობას მასობრივად ჩაუტარა თერმოსკრინინგი. მათ დახმარება სჭირდებათ იმ თვალსაზრისით, რომ ამ შენობაში ვინც შედის, არ უტარდება თერმოსკრინინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ტარდება. გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ. დილის 9 საათიდან 11 ადამიანი მუშაობს. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. სიცხე არავის დაუფიქსირდა. ამ შენობაში ხალხს არ სძინავს, ჩვენზე ზრუნავენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მთავარი