ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრას ეხმიანება და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს! ეს იყო გრძელი გზა, რომლის გავლაც გაწეულ ძალისხმევად ღირდა. მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” – წერს კინზინგერი “თვითერში”.

