ახალციხესთან მანქანის მძღოლს გულის შეტევა დაემართა და სატვირთოს შეასკდა

ახალციხესთან მანქანის მძღოლს გულის შეტევა დაემართა და სატვირთოს შეასკდაახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მეორე ავტომანქანის მძღოლი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.