აშშ რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემას შეაჩერებს

აშშ რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემას შეაჩერებსაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემის შეჩერების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს.

გამოცემის მტკიცებით, შესაბამის ბრძანებას ხელს დონალდ ტრამპი მოაწერს, რის შედეგადაც ამერიკულ კომპანიებში უცხოელთა დასაქმება უფრო რთული გახდება. გადაწყვეტილება შეეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც უმაღლესი განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, სამუშაო ვიზებს ვერც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი კორონავირუსის გამო გაზრდილი უმუშევრობით ახსნის.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე შეაჩერებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურულ გაცვლით პროგრამებს. შეზღუდვები 2021 წელსაც იმოქმედებს. ბრძანების სამუშაო ვერსია უკვე მზადაა, მასზე მუშაობა სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დასრულდება.

აშშ-ში მიმდინარე წლის მაისში უმუშევრობის დონემ 13,3%-ს მიაღწია.

იმედინიუსი