ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგებში – შემთხვევა ცოტა ხნის წინ, “მეტრა პარკის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს სამი საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

