ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.

ამ ეტაპზე მემორანდუმის ავტორები ღიად არ საუბრობენ იქნება თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, ან რას გულისხმობს ახალი პოლიტიკური პლატფორმა.

მემორანდუმს ხელს „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც მოაწერს. როგორც მხარეები აცხადებენ, მემორანდუმის ხელმომწერებს ამ დროისთვის არ აქვთ პოლიტიკური პარტიები, უფრო მეტი დეტალი კი, ხვალ გახდება ცნობილი.