ესპანეთში პირველად ბოლო 2 თვის მანძილზე, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-გან არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
ქვეყნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ეს ძალიან გამამხნევებელი ინფორმაციაა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი ინფიცირების მხოლოდ 71 შემთხვევა დაფიქსირდა.
“ჩვენ პანდემიის განვითარების თვალსაზრისით ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ” – დასძინა ფერნანდო სიმონმა.
ესპანეთში გრძელდება ლოკდაუნის შერბილების პოლიტიკა.
ვირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა ესპანეთში 3 მარტს დაფიქსირდა, ხოლო 1 თვის მერე, 2 აპრილს, ამ მაჩვენებელმა რეკორდულ 950-ს მიაღწია 1 დღე-ღამეში.

