ესპანეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია

ესპანეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლიაესპანეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსს სულ 25 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 27 136-ს მიაღწია.

ამასთან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით 502 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცირებულთა ჯამურმა რიცხვმა 290 298-ს მიაღწია.

იპნ