20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი კოემნტარი გააკეთა.
მისი თქმით, “საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული “.
გახარია ამბობს, რომ თუ აქციის მოანწილეები ყველა წესს დაიცავენ, აქციის ჩატარებას შეძლებენ.
“საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად. განსაკუთრებით, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.

