ღარიბაშვილი – ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება

ღარიბაშვილი - ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდებაქვეყანაში რყევები ძლიერდება – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნდიან “მინისტრის საათის” ფორმატში გააკეთა.

თავდაცვის მინისტრი  არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს, თუმცა ამბობს, რომ “გარე საფრთხეების გარდა”, ქვეყნის შიგნით არიან დესტრუქციული ძალები, რომლებსაც მაღალი რეიტინგის მქონდე ხელისუფლება და “მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები” არ მოსწონთ:

”ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა,  მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები”, – ამბობს ღარიბაშვილი