გიორგი გახარია ქუთაისში პარლამენტის შენობას ყიდის.
პრემიერმა ამის შესახებ განცხადება ქუთაისში სტუმრობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, პარლამენტის შენობას ტენდერზე გაიტანენ.
“განიხილება საპოლიციო ჰაბიც, მაგრამ პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე ლოგიკური იქნება, ალბათ ამ შენობის გატენდერებაა. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი იქნება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

