გიორგი ვაშაძე – “ზოგს ჰგონია, ”ქართული ოცნება” დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს”

გიორგი ვაშაძე - "ზოგს ჰგონია, ”ქართული ოცნება” დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს"რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია”- “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ მის მიმართ აგორებულ შეტევაზე საუბრობს.
ვაშაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს ჰქონია, რომ ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

“მე ერთი რამე ვიცი, რომ რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია. ზოგი მაჟორიტარულ ოლქზე შეიძლება შეთანხმდეს, ზოგი პროგრამული კუთხით, ზოგი განათლების რეფორმაზე შეიძლება შეთანხმდეს და ეს უნდა ვუჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას და ამომრჩეველს და არა ის, რომ სხვების კრიტიკა დავიწყო ერთ დღეში.

ზოგს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია, “ქართული ოცნება” დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “ფორმულასთან”.